ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას თქმით, საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას შესახებ პოსტი გამოქვეყნდა, თუმცა, “ზემოთ” ვიღაცას არ მოეწონა, რის გამოს პოსტი საკრებულოს ვებგვერდიდან წაშალეს.
“არ ვაპირებდი ამის დაწერას, სანამ უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას მშობლიურ მიწას არ მიაბარებენ, რადგან ახლა მთავარია, ჩვენი დროის გმირი, ჯერ მშვიდობით და დროულად ჩამოასვენონ საკუთარ ქვეყანაში და მერე მის მშობლიურ სახლში.
მაგრამ, იმას რასაც ახლა დავწერ უბრალოდ სახელი არ აქვს!
იმ ღამეს, როცა ეს საზარელი ამბავი გაიგო ლანჩხუთმა, ყველა შეძრწუნებული დარჩა ამ ამბით, მიუხედავათ იმისა, იცნობადა თუ არ იცნობდა, იცოდა თუ არ იცოდა, რომ ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყებიდან, თითქმის პირველივე დღიდან იბრძოდა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელსაც საბოლოო ჯამში შეეწირა კიდეც. მე როგორც საკრებულოს წევრი სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ფრაქციის წევრებთან ერთად და მაინტერსებდა თუ როგორ გამოეხმაურებოდა ამას მუნიციპალიტეტის საკრებულო, რადგან მეც და ჩემი ფრაქციის წევრებიც ამ საკრებულოს წარმოვადგენთ. მართალია უმცირესობაში ვართ და არანაირ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების ბერკეტი არ გაგვაჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვინაა, ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია, ვინ პოზიციია და ვინ ოპოზიცია, აქ და ახლა ხომ საქმე 25 წლის ბიჭს ეხება, რომელმაც 25 წლის ასაკში დაამტკიცა რომ გმირია. იგი ხომ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების უკეთესს მომსვალს შეეწირა, ისე რომ თავად საერთოდ არ ჰყოლია საკუთარი ოჯახი. ჯამბულათს ხომ ჩვენთვის საერთოდ არაფერი უთხოვია, მეტიც, იგი უკრაინაში ისე იბრძოდა, რომ ამის შესახებ ლანჩხუთის მოსახლეობის 90%-მა არც კი იცოდა. იბრძოდა გულით, რწმენით, მხედრული შემართებით და დაუმადლებლად, რადგან დარწმუნებული ვარ, მას სხვანაირად არ შეეძლო, თუნდაც მისი ოჯახის წარსულიდან გამოდინარე.
ჩვენ, ჩვენ რა გვეტაკა, რომ ჯამბულათის ხსოვნის და მისი გმირობის შესახებ ჯერ ავტვირთეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიცალურ ვებგვერდზე და მერე ვიღაცას “ზემოთ”ეს არ მოეწონა და აგვაღებინა და ეს რომ ასე იყო, ბევრი ჩემი კოლეგა და იმ შენობაში მომუშავე ბევრი თანამშრომელიც დამეთანხმება. შესაძლოა, ხმა მაღლა არ თქვან, მაგრამ ზუსტად ხომ იციან რომ ეს სრული სიმართლეა?!ან/და საერთოდ რატომ უნდა გამხდარიყო ეს სალაპარაკო??? ნუთუ ბევრი ვგვყავს ისეთი გმირები როგორიც ჯამბულათია?! ჯამბულათ ხოფერიას გმირობას და მის სახელის უკვდაყოფას საერთო არაფერი დააკლდება იმით, ვინმე ჩინოსანი ატვირთავს თუ არა ოფიცალურ ვებგვერდზე, მაგრამ ჩვენ, ვისაც ხალხის მიერ არჩეულები გვქვია, ხომ უნდა გვქონდეს ჩვენი ოფიციალური პოზიცია?! ჩვენ ხომ ამ მომენტში, როცა საკრებულოს წევრის სტატუსი გვაქვს, მხოლოდ ჩვენს პოზიციას არ წარმოვადგენთ?!ხვალ, სხვა რომ მოვა იქ და გვკითხოს, რატომ არ გამოეხმაურეთ ამ შენობიდან სულ რაღაც სამ კილომეტერში ისეთი ისტორიული მოვლენა რომ ხდებოდაო, რას ვპასუხობთ??? ხო, ისტორიული – ჯამბულათ ხოფერიამ, იმ ოცდათორმეტ გმირთან ერთად, ვინც ასევე გმირულად დაეცა უკრაინის და ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს უკეთესი და უსაფრთხო მომავლისთვის,ისტორია ჩვენს თვალწინ უკვე დაწერეს და მათი ოჯახები, მათი შთამომავლობა, საუკუნეები იამაყებენ რომ მათი შვილები, მათი მამები, ისტორიის სწორ, ნათელ მხარეს იდგნენ და თავიც გასწირეს კიდეც ამისთვის!!! #დიდებაგმირებს #დიდებაუკრაინას #დიდებასაქართველოს მარადიული ხსოვნა ჯამბულათ ხოფერიას, იგი აუცილებლად გაიმარჯვებს.
პ.ს დარწმუნებული ვარ ამ პოზიციას, ბევრი ჩემი კოლეგა იზიარებს და მოდი ყველამ ერთად გავერთიანდეთ ჩვენი დროის გმირის სახელის უკვდავსაყოფად. ჩვენ, შესაძლოა, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ გვაქვს ერთი სამშობლო და გვყავს საერთო გმირები!”, – წერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სოციალურ ქსელში კახა ასკურავა.
https://www.facebook.com/kaxa.askurava.7/posts/pfbid0MANcA5WmboZ9yzoC9D3BVPACyYbgHGK2aVrcACrGvFWVf9sapiNSCNbd8sjTgfS9l