ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება

395

ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“-ს დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ.

პროექტის მიხედვით, ქალაქ ლანჩხუთის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და სატუმბო სადგური. რეაბილიტირდება არსებული საქლორატორო. გარდა ამისა, დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით მოეწყობა 22კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი და 11,5მ მაგისტრალური მილი. დამატებით რეაბილიტირდება 1,5მ-მდე არსებული მაგისტრალური მილი.

სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 36 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობა, 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.