ერთიანი ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტი ექვსპარტიულია. მან ენმ-ს, ევროპული საქართველოს, გირჩი – მეტი თავისუფლების, დროას, ლელოსა და ერთიანი საქართველოს წევრები წარადგინა.
კანდიდატების კოალიციური შემადგენლობა ასეთია:
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის – სოფო ჯაფარიძე;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური – მედეა მეტრეველი;
- შიდა აუდიტის სამსახური – გიორგი ნონიაშვილი;
- შესყიდვების სამსახური – მამუკა აჩბა;
- მუნიციპალური ინსპექცია – დიმიტრი ბიძინაშვილი;
- იურიდიული სამსახური – გიგა ლემონჯავა;
- მერიის ადმინისტრაციის ხელმძრავნელი – დავით ლაგვილავა;
- ტრანსპორრტის სააგენტო – ვასო ურუშაძე;
- თბილისის განვითარების ფონდი – ნიკა ვაჩეიშვილი;
- თბილსერვის ჯგუფი – ბესო გაზდელიანი;
- არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ანა ბიბილაშვილი.
- გლდანის გამგებელი – თენგიზ გიოგაძე;
- ნაძალადევის გამგებელი – ლერი დემეტრაშვილი;
- დიდუბის გამგებელი – დავით ნაფეტვარიძე,
- ჩუღურეთის გამგეობა – კახა ჟღენტი;
- ვაკის გამგეობა – საბა ბუაძე;
- საბურთალოს გამგეობა – ოთარ თავართქილაძე;
- ისნის გამგეობა – ლანა გალდავა;
- სამგორის გამგეობა – გულიკო ზუმბაძე;
- კრწანისის გამგებელი – რომეო ფარულავა;
- მთაწმინდის გამგეობა – თაზო დათუნაშვილი;
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მოადგილეობის ოთხი კანდიდატი – მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე წარადგინა.
ამ დრომდე თბილისის ვიცემერის პოსტზე ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატად ცოტნე კობერიძე იყო წარდგენილი. როგორც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ოპოზიციური პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნების მეორე ტურში თავადაც აქტიურად ჩაერთონ.