“ლელო საქართველოსთვის” და “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე ერთობლივად წარადგინა

291

კოალიციამ “ლელო საქართველოსთვის” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე ერთობლივად წარადგინა. მისი წარდგენა ცოტა ხნის წინ სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე მოხდა. კუპრაძის კონკურენტი დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში კახა კალაძე იქნება. მოქმედი მერი უკვე მესამედაა მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან.

რაც შეეხება “ლელოს” და პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, მათი განცხადებით, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით შეჯერებულ კანდიდატებს წარადგენენ როგორც მერობის, ისე საკრებულოს კანდიდატებად.