რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს.
მინისტრმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, გრიგოლ ნემსაძესთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველ ქესალოში და კაპანახჩში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, სადაც ათეული წლებია გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.
სოფლის გზის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა ახალი გზით შეძლებს სარგებლობას.
წყარო: ტელეგრაფი