“ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჯაროვა ვიდეო, რომლის თანახმადაც, მათი მტკიცებით, ზუგდიდის სოფელ რიყეში, ენმ-ის 30 ამომრჩეველს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პირადობის მოწმობები გამოართვეს. ვიდეოკადრებში ჩანს ვინმე მაყვალა ანთია, რომელსაც ხელში მოქალაქეთა პირადობები უჭირავს. მას კი პარლამენტარი ანა წითლიძე ესაუბრება და უხსნის, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
წითლიძის განმარტებით, მაყვალა ანთიასთან ერთად, ამ პროცესში ჩართულია ზუგდიდის თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია. ორივე კი, “ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელძღვანელის, დათო დავითულიანის და შემოსავლების სამსახურის უფროსის, ლევან კაკავას დავალებით მოქმედებენ.
ვიდეომტკიცებულებები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ანი წითლიძემ საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.
ის ამბობს, რომ “ოცნების” კოორდინატორებს თანხის სანაცვლოდ ამ ოჯახების ყველა წევრის პირადობის დამადასრურებელი დოკუმენტი მიაქვთ, რათა მათ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღონ. პირადობებს, კი ამ ადამიანებს უკვე არჩევნების შემდეგ დაუბრუნებენ.
ამ კონკრეტული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია პოზიციურმა პარტიამ სადაკმვრივებლო მისიებს უკვე მიაწოდა.
მან სახელისუფლებო პარტია ენმ-ის მხარდამჭერთათვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში 29 სექტემბერსაც დაადანაშაულა.
“ქართული ოცნება” ბრალდებებს უარყოფს. მათი მტკიცებით, პროვოკაციის ავტორი თავად “ნაციონალური მოძრაობაა”.