მუქარა და დაშინება ოპოზიციის მხარდამჭერზე – ანა წითლიძე პროკურატურას მიმართავს

670

პარლამენტის წევრმა და ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ მათი პარტიის მხარდამჭერის რევაზ გვილიას  დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა, სადაც გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

მისივე თქმით, განცხადებას თან ერთვის მტკიცებულების სახით აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ  ქართული ოცნების შტაბში მიიყვანეს რევაზ გვალია და მასზე ზეწოლა განახორციელეს.

​შეგახსენებთ, გვილია ზეწოლაში სახელისუფლებო გუნდიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიასა და ერთ-ერთ ლიდერს, მერაბ ქვარაიას ადანაშაულებს.