ჭავჭავაზეზე “ჭკვიანმა ურნებმა” წვიმას ვერ გაუძლო

577

“სმარტ ურნებმა,” რომლებიც დედაქალაქის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე დაამონტაჟა და თბილისელებს თითო მათგანი ათასობით ლარი დაუჯდა, დღეს საღამოს მოსულ ძლიერ წვიმას ვერ გაუძლო.

ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს რომ ურნები წაქცეულია.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის 30 მაისს დაიწყო და წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამზირზე ახალი ნაგვის ურნებიც დაამონტაჟეს, თითო ურნის ფასი 31 000 ლარს უტოლდება.