მარნეულის საკრებულოში ოთხი ფრაქცია გაუქმდა

704

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი ფრაქცია გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ 15 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ნინო ბერიძე ამბობს, საუბარია ფრაქცია „მრეწველებზე“, „კონსერვატორებზე“, „მეგობრობასა“ და „მარნეულზე”.

“ოთხი ფრაქცია გაუქმდა 16 აგვისტოდან,მ ათ განცხადებები ჰქონდათ ამაზე დაწერილი. ოთხი ფრაქციის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ითვლებიან თანამდებობის პირებად და შესული იყვნენ თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხაში და რვა ერთეულით შემცირდა“, – თქვა ნინო ბერიძემ.

მარნეულის საკრებულოში სულ 12 ფრაქციაა რეგისტრირებული. 15 სექტემბერს გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-16 სხდომა. სხდომაზე განსახილველად გამოიტანეს სულ სამი საკითხი.

ერთ-ერთი მათგანი შეეხო მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას, რაც , სოფელ ალგეთის მოსახლეობისათვის სასაფლაოს მიწის გამოყოფას გულისხმობს.