“ლელოს” მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და პარტიის დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიტო აბაშიძე დღეს ელიავას ბაზრობაზე მომუშავეებს შეხვდნენ.
“ლელოს” მერობის კანდიდატის ანა ბიბილაშვილის თქმით, ელიავაზე მომუშავე 3000 მეტ ადამიანს აქვს უნდობლობა, რადგან ისინი თვლიან, რომ ბაზრობის რეკონსტრუქციის შემდეგ ისინი უშემოსავლოდ დარჩებიან.
“რამდენიმე დღის წინ კალაძემ განაცხადა, რომ იწყებს ელიავას რეკონსტრუქციას და ყველა ადამიანს გავესაუბრებით, თუმცა ჩვენ ამ ტერიტორიაზე ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი დასაქმებული ვისაც ის შეხვედრა და გაესაუბრა. სივრცეები ისე უნდა განვითარდეს, ქალაქისთვისაც მისაღები იყოს ეკოლოგიაც გაუმჯობესდეს და ადამიანებს არ შეექმნათ პრობლემები. აუცილებლად ადამიანი გავითვალისწინოთ ყველა ცვლილების დროს. პანდემიის გამო ხალხს ისედაც შეუმცირდა შემოსავალი და არ შეიძლება მერიამ ხელოვნურად კიდევ უფრო დიდი ფინანსური პრობლემა შეუქმნას ამ ადამიანებს”,- განაცხდა ანა ბიბილაშვილი.
„ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიტო აბაშიძის თქმით, ელიავას რეკონსტრუქციას მერია ძალიან ბევრჯერ დაჰპირდა აქ მომუშავეებს, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
„ახლა ვართ ელიავაზე, სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომლის განვითარებაც კალაძემ გადაწყვიტა, ისე რომ აქ მომუშავე ადამიანებს და მათ ოჯახებს არაფერი არ უთხრას. ეს პრობლემა არის მთლიანად თბილისის, თუმცა ჯერ არაფერი არ შეცვლილა და დღემდე ის ქაოტური სიტუაცია და ანტისანიტარიაა რაც იყო წლების წინ. ჩვენ აქ შევხვდით ადამიანებს რომელებიც უნდობლობას უცხადებენ მერიას. მათ ჰგონიათ, რომ ეს პროექტი დაიწყება და ისინი დარჩებიან უშემოსავლოდ“ , – განაცხადა დიტო აბაშიძე.