“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
“ახლა წარმოგიდგენთ ლეიბორისტული პარტიის სიის დამრტყმელ ათეულს თბილისის რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შეთავსებით”, — განაცხადა ნათელაშვილმა.
მაჟორიტარობის კანდიდატები:
- ტარიელ კალანდარიშვილი;
- სამგორი — მარიამ გოჩელაშვილი;
- კრწანისი — მამუკა ჯუღელი;
- დავით გილაძე;
- თეკლა ალანია;
- მთაწმინდა — გიორგი დვალაშვილი;
- საბურთალო — ია სირანაშვილი;
- ჩუღურეთი — მარიამ გურგენიძე;
- დიდუბე — ვლადიმერ მარტიაშვილი;
- ვაკე — ქეთევან გაზდელიანი.
ლეიბორისტული პარტიისგან თბილისის მერობის კანდიდატი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მოძრაობა გაბედეს ლიდერი მიხეილ ქუმსიშვილი იქნება.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატები პარტიებმა უკვე დაასახელეს. ქართული ოცნებიდან თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძოლებს, ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი ნაციონლური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელიაა, მერობისთვის იბრძოლებს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც. ამასთანავე, პარტია ხალხისთვის თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე იქნება, მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებლიდან თბილისის მერობისთვის თამარ კეკენაძე იბრძოლებს, მოძრაობა ლელოდან ანა ბიბილაშვილი და ა.შ.