ბოკერია: “ევროპული საქართველოს” კანდიდატს ზუგდიდში 1 წლის წინანდელი შეთითხნილი საქმე გაუღვიძეს

309

საკუთარი უკანონო ძალადობრივი მოქმედებების პროპაგანდა არის ის, რასაც ეყდნობა რეჟიმი დღეს – გაირკვა, რომ “ევროპული საქართველოს” კანდიდატს ზუგდიდში ბათუ შელიას, ერთი წლის წინანდელი შეთითხნილი საქმე გაუღვიძეს – “ევროპული საქართველოს” შემთხვევაში ეს ქმედებები არ გამოიწვევს შედეგს,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მცდელობის მიუხედავად “ევროპულ საქართველოს” ვერსად ვერ დაუშალეს პროპორციული სია.

“ივანიშვილის რეჟიმს ძალის დემონსტრირება უკანონო მეთოდებით შეუძლია – დაშინება, მოსყიდვა, პოლიტიკური დევნა. ამ მაგალითებს თვითონ უკეთებენ პროპაგანდას, ანუ საკუთარი უკანონო ძალადობრივი მოქმედებების პროპაგანდა არის ის, რასაც ეყდნობა რეჟიმი დღეს ამ კამპანიისას და რითაც სურს ქართული საზოგადოების ნების და პოლიტიკური სპექტრის ნების გატეხვა. “ევროპული საქართველოს” კანდიდატს, ოპოზიციის ძირითად ძალებს შორის შეთანხმებულ კანდიდატს ზუგდიდში ბათუ შელიას, დღეს გაირკვა, რომ გაუღვიძეს ერთი წლის წინანდელი შეთითხნილი საქმე. ინცინდენტი რის საფუძველზეც მას ბრალი წაუყენეს ეს არის მომხდარი 2020 წლის 7 აპრილს, იქვე მაისის ბოლოს ბრალი წაუყენეს, მაგრამ იმდენად აბსურდული საქმე იყო, მას შემდეგ ეს საქმე თაროზე იყო შემოდებული და ახლა არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე, კამპანიის აქტიური ფაზისას ახლა გაუღვიძეს და დაიბარეს სასამართლოზე პროკურატურამ. ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით თან სდევს “ევროპული საქართველოს” მიმართ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ ამ პრეცედენტების ტირაჟირება, რომ სადღაც იპოვიან ადამიანს, რომელსაც აქვს პრობლემა, რომლის დაშინება ადვილია, ან მოსყიდვა არის შესაძლებელი და ამ შემთხვევების ტირაჟირება ხდება, რომ აჩვენონ, ოპოზიცია ზოგადად გატეხეს. მე მინდა გითხრათ, რომ არც ბათუ ქუთელიას შემთხვევაში და “ევროპული საქართველოს” შემთხვევაში ეს ქმედებები არ გამოიწვევს შედეგს, ყველა ამ მცდელობის მიუხედავად “ევროპულ საქართველოს” ვერსად ვერ დაუშალეს პროპორციული სია”, – განაცხადა ბოკერიამ.