ანაკლიაში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 5 585კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა იყიდება. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე ზუგდიდის მერიამ გაიტანა და მისი საწყისი ფასი 5 მილიონი ლარია.
ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
აუქციონი 18 აგვისტოს გამოცხადდა, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ბიჯი არ დაფიქსირებულა. ვაჭრობა 9 სექტემბერს უნდა დასრულდეს.