დიდუბის გამგეობამ 32 კორპუსის დაზიანებული სახურავი აღადგინა

539

დიდუბის გამგეობამ 32 კორპუსის დაზიანებული სახურავი აღადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 370 000 ლარი გამოიყო.

„დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

გამგეობის თანადაფინანსებით, დიდუბესა და დიღმის მასივში სახურავების რეაბილიტაციის 32 პროექტი განხორციელდა. ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 370 000 ლარი გამოიყო.

სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული დაზიანებული თუნუქის სახურავის დემონტაჟი განახორციელა და ახლით ჩაანაცვლა. ასევე, შეიცვალა დაზიანებული წყალსაწრეტი მილები.

ამასთან, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს, როგორიცაა: წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლა, კორპუსის გამაგრება, სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეებისა და ჭიშკრების შეკეთება და სხვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.