დიდუბის გამგეობა: ასფალტის საფარი 22 281 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

594

დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის განმავლობაში, 45 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 22 281 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდა, როგორც თბილისური ტიპის ეზოებში, ასევე შიდა კვარტალურ გზებზე.

მათივე ცნობით, ასფალტის საფარი 32 თბილისური ტიპის ეზოსა და 13 შიდა კვარტალურ გზაზე მოეწყო.

პროექტის მიხედვით, ასფალტის დაგებასთან ერთად, ყველა მისამართზე მოწესრიგდა დაზიანებული ტროტუარი და ბორდიური.

მსგავსი ტიპის პროექტებისთვის 2021 წლის ბიუჯეტიდან 1 030 000 ლარი გამოიყო.

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.