დიდუბის რაიონის გამგეობა: ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში სანიაღვრე ქსელი ეწყობა

889

დიდუბის რაიონის გამგეობა ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში სანიაღვრე ქსელს აწყობს.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე 800 გრძ.მ სანიაღვრე ქსელი ეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე მოეწყობა საკომუნიკაციო ჭები, 500 მმ დიამეტრის გოფრირებული მილი კი მთავარ კოლექტორზე დაერთდება.

ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრები მოსახლეობისთვის აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან წლების განმავლობაში უხვი ნალექების დროს სახლები იტბორებოდა და ადგილობრივებს პრობლემას უქმნიდა.

სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდგომ, ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები.

სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 260 000 ლარია გათვალისწინებული. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს.