ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6 927 600 ლარის ოდენობით გაიზარდა და 60 990 900 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 54 063 300 ლარისა. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს წევრებმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
აღნიშნული თანხა გამოყოფილია:
ქალაქ ზუგდიდში ლომონოსოვისა და გრიბოედოვის ქუჩებზე რკინაბეტონის სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, საშენგელიოს უბანში, გზის ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად;
ასევე, იზრდება სხვადასხვა პროგრამის დაფინანსება:
400.0 ათასი ლარით – სკოლამდელი აღზრდის პროგრამა;
600,0 ათასი ლარით- მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებათა უზრუნველყოფის პროგრამა;
500.0 ათასი ლარით – დასუფთავება და ნარჩენების გატანის პროგრამა;
52.0 ათასი ლარით- ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადასახდელები;
70.0 ათასი ლარით – ა(ა)იპ ბიბლიოთეკების გაერთიანების გადასახდელები;
200.0 ათასი ლარით – ა(ა)იპ ბოტანიკური ბაღის გადასახდელები;
30.0 ათასი ლარით – ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის პროგრამა;
30.0 ათასი ლარით – ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის ხელშეწყობის პროგრამა;
15,0 ათასი ლარით – მუნიციპალური ტერიტორიის და მოსახლეობის დაცვის ღონისძიებები მღრღნელებისა და სხვა ცხოველებისაგან;
25,0 ათასი ლარით – მერიის საქონელი და მომსახურების თანხა;
80,0 ათასი ლარით – საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება;
20,0 ათასი ლარით – კულტურული ღონისძიებების დაფინანსება;
25,0 ათასი ლარით – სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა;
10,0 ათასი ლარით – დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა;
30,0 ათასი ლარით – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა;
20,0 ათასი ლარით – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა;
3701,0 ათასი ლარით – გზების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა;
600,0 ათასი ლარით – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია;
საკრებულოს წევრებმა, სხდომაზე ასევე დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 მარტის №28 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ანაკლიის სანაპირო ზოლზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 43.30.41.875) ნაწილის (20 კვ.მ) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე (უზუფრუქტუარი შპს „ANAKLIA-GANMUKHUღI ღEშOღთშ“), საიჯარო ქირის საფასურის განსაზღვრის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის შპს „ANAKLIA-GANMUKHUღI ღEშOღთშ“-ისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებები) განმეორებითი უპირობო აუქციონის (ელექტრონული) წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
4. შპს „ANAKLIA-GANMUKHUღI ღEშOღთშ“ -ის მიერ მიწახაპია დანადგარის Mძ-11 (საქარხნო ნომერი №302; გამოშვების წელი 2011წ) ელექტრონულ აუქციონზე გატანასა და წლიური ქირავნობის საფასურის განსაზღვრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შპს „ANAKLIA-GANMUKHUღI ღEშOღთშ“-ისთვის თანხმობის მიცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ;
5. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროეტქტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისათვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
7. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;