განმუხურის დანაგვიანებული სანაპირო და მერიის პასუხი [ფოტო]

603

ტურისტულ სეზონზე განმუხურის სანაპირო დანაგვიანებულია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ფოტოებზე, რომელიც “ლაივპრესს” მოქალაქე ჟურნალისტმა მიაწოდა, ჩანს რომ სანაპირო ნაგვითაა სავსე. მერიაში კი აცხადებენ, რომ სანაპიროს დასუფთავება “24 საათიან რეჟიმში” ხდება.

“ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს( თითქმის 24 საათიანი) , თუმცა მსგავსი ფაქტი თუ დაფიქსირდა, აუცილებლად მიიღებენ ზომებს”, – გვითხრეს მერიაში.

ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავება” ბიუჯეტიდან 4 მილიონ 500 ათასი ლარი აქვს, თუმცა, თანხის დიდი ნაწილი თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება.

ზუგდიდის საკრებულომ რამდენჯერმე დააყენა “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” საქმიანობის შესწავლის საკითხი, მაგრამ გასულ წლებთან შედარებით, ცენტრის დაფინანსება გაიზარდა.