ჟურნალისტებს თან აქვთ გარადაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები წარწერებით: “აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა” ; “როდის გადადგებით ბატონო ირაკლი”; “დაისაჯონ დამნაშავეები”.
მედიის წარმომადგენლები 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მთაწმინდის პარკში “ქართული ოცნება” დედაქალაქის მერობის კანდიდატს 20:00 საათზე წარადგენს. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ პოლიტიკოსები, მსახიხობები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
კალაძის წარდგენაზე, მხოლოდ 1 ჯგუფს უშვებენ, ისიც სპეციალურ მედიაზონაში, რომელიც ღონისძიების ადგილიდან სპეციალური ჯებირებითაა გამოყოფილი.
მედიის წარმომადგენლებს ჯებირებს იქით გადასვლის უფლება არ მიეცათ, ხოლო მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.