კრწანისის გამგეობა: 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში 7 049 043 ლარი დაიხარჯა

501

კრწანისის რაიონის გამგეობამ  2021 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი ასეთია:

საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 34 000 კვ.მ ფართობზე,
ასფალტის ძველი საფარი ახლით 50 მისამართზე შეიცვალა
მარნეულის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე, გრუნტიანი გზის ნაცვლად, 12 000 კვ/მ-ზე ასფალტის საფარი დაიგო.
მოეწყო და რეაბილიტირდა 5 სკვერი;
განახლდა და მოეწყო 20 საბავშო მოედანი;
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 1 მისამართზე მოეწყო ფიტნეს ზონა;
მოეწყო და რეაბილიტირდა 4 გრუნტის დამჭერი კედელი;
ბააზოვის ქუჩაზე , მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის კლდეზე ლითონის დამცავი ბადე მოეწყო
მიწისქვეშა კომუნიკაციები 5 მისამართზე მოწესრიგდა;
კალანდაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება , მოწესრიგდა წყალარინების ქსელი და მიმდინარეობს ასფალატის საფარის გამოცვლა;
ორთაჭალის ქუჩაზე სრულად შეიცვალა წყალარინების ძველი ქსელი ახლით და მოეწყო სადრენაჟე ქსელი, რომელიც საერთოდ არ არსებობდა. ახლა უკვე მოსახლეობას უსაფრთხოდ შეუძლია გადაადგილება და ცხოვრება კორპუსებში, რომელიც აღნიშნული პრობლემის გამო ავარიულ მდგომარეობაში იყო;

სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 77 მისამართზე განხორციელდა;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 60 პროექტი განხორციელდა;
➡ კაპიტალური გამაგრების სამუშაოები 9 სახლს ჩაუტარდა;
➡ სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 20 მისამართზე განხორციელდა;
➡ მიწისქვეშა კომუნიკაციები 6 მისამართზე მოწესრიგდა;
➡ სადარბაზოს რეაბილიტაცია განხორციელდა 5 მისამართზე
➡ ლიფტი/სენსორები/კიბე/ჭიშკარი 20 მისამართზე მოეწყო

ჩატარდა 4 კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება;

2021 წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში 7 049 043 ლარი დაიხარჯა;