მთაწმინდის გამგეობა: 6 თვის განმავლობაში მთაწმინდის რაიონში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 7 547 224 ლარი დაიხარჯა

498

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 2021 წლის 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა.

მთაწმინდის გამგეობის მიერ 2021 წლის ორ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:

5 მისამართზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო 3 მისამართზე მიმდინარეობს;
გამწვანებისა და მცენარეთა-მოვლა პატრონობის სამუშაოები ჩატარდა 175 მისამართზე;
საგზაო ინფრასტრუქტურა 35 155.37 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოები 19 მისამართზე შესრულდა;
ვ.პეტრიაშვილის ქუჩაზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ტროტუარი და ბორდიური;
5 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო;
მიწისქვეშა კომუნიკაცია 5 მისამართზე შეიცვალა – სანიაღვრე, სადრენაჟე ქსელი და წყალარინების სისტემა;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 71 პროექტი;
4 მისამართზე მიმდინარეობს სახლის კაპიტალური გამაგრება;
ამაღლების ქ. №3-ში, სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 936 000 ლარია გათვალისწინებული;
21 სადარბაზოს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
11 მისამართზე ახლით შეიცვალა საცხოვრებელი სახლის სახურავი;

2021 წლის 6 თვის განმავლობაში მთაწმინდის რაიონში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 7 547 224 ლარი დაიხარჯა.