მარნეულის მერია ორ სოფელში სასმელი წყლის ქსელის მოწყობას გეგმავს

296

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ბაითალო და დიოკნისში სასმელი წყლის შიდა ქსელი სმოწყობას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვისათვის ადილობრივმა თვითმმართველობამ ორი ტენდერი გამოაცხადა. ბაითალოში სასმელი წყლის მოწყობსთვის 348 504 ლარი გამოიყო, ხოლო დიოკნისისთვის 653 985 ლარი. ინფორმაციას რადიო მზარნეული ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დიოკნისში განსახორციელებელი ძირითადი საუშაოები იქნება სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა , 100 მოსახლეზე სასმელი წყლის მრიცხველების მოწყობა და სადაწნეო კოშკის მოწყობა 50 მ³-იან ავზით.

რაც შეეხება სოფელ დიოკნისს, მოეწყობა სასმელი წყლის ჭაბურღილი, სასმელი წყლის შიდა ქსელი, საპროექტო ჭაბურღილიდან არსებულ რეზერვუარამდე მაგისტრალი, 100 მოსახლეზე სასმელი წყლის მრიცხველები და საქლორატორო.

ორივე ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 27 ივლისიდან, 3 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ბაითალოს შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში, ხოლო დიოკნისის შემთხვევაში 120 კალენდარულ დღეში შეასრულოს.