მარნეულის მერია ოფრეთის კულტურის სახლს რეაბილიტაციას აღარ ჩაუტარებს

369

წინა სტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ოფრეთის კულტურის სახლს გამაგრებით სამუშაოებს აღარ ჩაუტარებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ოფრეთში არსებული კულტურის სახლის გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ პირველი ტენდერი 29 იავარს გამოაცხადა. მას შემდეგ კიდევ ორჯერ, თუმცა ყველა მათგანი უარყოფითი შედეგით დასრულდა. პროექტის ღირებულება 215 297 ლარს შეადგენს.

9 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სოფლეში არსებული კულტურის ცენტრი გამაგრებით სამუშაოებს აღარ ექვემდებარება. როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფროსმა, ვუგარ მამედოვმა გვითხრა, ოფრეთში ახალი, მულტიფუნქციუირი შენობა აშენდება, რომელიც რამდენიმე ცენტრს გააერთიანებს. მათ შორის, კულტურის სახლს, საზოგადოებრივ, ცენტრს და რწმუნებულის ადმინისტრაციას.

მამედოვის თმით, ახალი შენობის აშენებამდე ტენდერი გამოცხადდება საპროექტო-სახარჯთაღრცხვო დოკუმენტაციაზე, რისთვისაც 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 00 ლარი გამოიყო.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ კულტურის სახლის მშენებლობა მოსახლეობის წერილის საფუძველზე გადაწყვიტეს.

სოფელი ოფრეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 50 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში დაახლოებით 60 ადამიანი ცხოვრობს, სკოლაში კი 20-მდე მოსწავლე დადის. ოფრეთში ჯერ კიდევ არაა დაგებული შიდა და მისასვლელი გზა, არაა ბუნებრივი აირი ნაწილობრივაა მოწყობილი გარე განათება და თითქმის არ ფუნქციონირებს ამბულატორია.