დიდუბეში, ბაგრატიონის ქუჩის N69-სა და ბათუმის ქუჩის N10-ის ეზოებში ასფალტი დაიგო

480

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩის N69-სა და ბათუმის ქუჩის N10-ის ეზოებში განხორციელდა.

პროექტის მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ ჯამში, 2 070 კვ.მ. ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟი განახორციელა და ასფალტის საფარი დააგო.

ბაგრატიონის ქუჩის N69-ში დიდუბის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოაწესრიგა. წყალარინებისა და წყლის სისტემის გაუმართაობა მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.

აღნიშნულ მისამართებზე ასფალტის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68 091 ლარი გამოიყო.