ნაძალადევში, ზღვისუბნის Xა კვარტალში ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

368

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის Xა კვარტალში N40-43 კორპუსების მიმდებარედ არსებული ფეხბურთის მოედანი სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, 472 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი მოეწყო და განახლდა მოედნის ინფრასტრუქტურა.

რეაბილიტირებული მინი სტადიონი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„ზღვისუბანს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სპორტული სივრცე შეემატა, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს, ბავშვებს შეუძლიათ დაკავდნენ სპორტული აქტივობებით. ჩვენთვის პრიორიტეტულია ეს მიმართულება და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული მოედნის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 51 522 ლარი დახარჯა.