მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და საკანალიზაციო ქსელის ბიოლოგიური გამწმენდი სისტემა დამონტაჟდა.
შენობაში ასევე გათბობის სისტემა, სკოლის ეზოში კი სპორტული მოედანიც მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.
სოფელი ქვეშის საჯარო სკოლის შენობას რეაბილიტაცია პირველად უტარდება. სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ქვეშის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, რეაბილიტაცია ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის შენობაშიც მიმდინარეობს. 2020 წელს, ფონდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეთში 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა ააშენა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის განცხადებით, პროექტი ოქტომბერში დასრულდება და მისი სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.
”დღეს სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავათვალიერეთ. სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია პირველად უტარდება, ეს ისტორიული პროექტი ოქტომბერში დასრულდება და მისი სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში შენობაში ასევე გათბობის სიტემა დამონტაჟდება და ეზოში სპორტული მოედანიც მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ქვეშის გარდა წელს რეაბილიტაცია ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლაშიც მიმდინარეობს. მოხარული ვარ, რომ მალე ჩვენი მოსწავლეები ევროპული სტანდარტების მქონე, თანამედროვე სკოლებში გააგრძელებენ სწავლას“, – დავით შერაზადიშვილმა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.