აქცია ზუგდიდში – დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ

509

ხმაური და აქცია ზუგდიდში – ყოფილი სასტუმრო „ეგრისის“ შენობაში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

მათი თქმით, შენობა, სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ, ნგრევადია, თუმცა ობიექტიდან მხოლოდ 7 ოჯახი გაიყვანეს, დანარჩენი კი დატოვეს.

დევნილები კომისიის გამოყოფას და მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლას ითხოვენ.

ნგრევად ობიექტში ჩასახლებული დევნილები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

ადგილზე სიტუაციის განმუხტვას სამართალდცველები ცდილობდნენ.