ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის უკან, გეგეჭკორის ქუჩაზე მომუშავე გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ, როგორც ისინი აცხადებენ, მათ მერიის ზედამხედველობის სამსახური დახლების გაშლის უფლბეას არ აძლევს.
გარემოვაჭრეების თქმით, მერია მხოლოდ მათ უკრძალავს გარევაჭრობას, ხოლო ბაზრის გარეთ, სხვა პერიმეტრზე მოვაჭრეები კი ადგილზე რჩებიან. გარემოვაჭრეების აყრის პროცესს ადგილზე დაირისპირება და ხმაური მოყვა, რა დროსაც ერთ-ერთი მოვაჭრისთვის სასწრაფო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
გარემოვაჭრეების აყრის პარალელურად აქცია გამართეს ბაზრის შიდა მოვაჭრეებმა, რომლებმაც გარევაჭრობს აკრძალვის მოთხოვნით გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ცენტრალური გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო, თუმცა, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გზიდან გაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა ავტომანქანებს გადაადგილების შესაძლებლობა.