გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისსა და მთის ძირში ქუჩებსა და ჩიხებს სახელდება მიენიჭა. საკითხი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს და ყველა მათგანი დადებითად გადაწყვიტეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დაჯილდოვდნენ გარდაბნის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები. ფულადი პრიზი გადაეცემათ საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს, ძიუდოისტებსა და მათ მწვრთნელებს.
ასევე დადებითად გადაწყდა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის სამედიცინო ოპერაციების დაფინანების საკითხები.