მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიმა, თეა წულუკიანმა, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოებს გამოეხმაურა.
“მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებთ ასეთ, ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც სამწუხაროდ ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის”, – თქვა წულუკიანმა.
მისი თქმით, 2008-დან 2020 წლამდე, გელათში მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი.