ზუგდიდის მერია: მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეების დანიშვნა ჯერ არ განიხილება

312

მას შემდეგ რაც ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია თანამდებობიდან წავიდა, მის მოვალეობას მოადგილე კონსტანინე კაკავა ასრულებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

მერის გადადგომამდე, 3 მარტს, თანამდებობიდან წავიდა ვიცემერი გიგა ფარულავა.

“ლაივპრესის” კითხვას, დაინიშნებიან თუ არა ახალი მოადგილეები, მერიაში უპასუხეს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამისილია დანიშნოს მოადგილეები, თუმცა ეს საკითხი ჯერ არ განიხილება.

გიორგი შენგელიამ 17 მაისს თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში არ იქნებოდა სწორი არც “ქართულ ოცნებაში” დარჩენა და არც გიორგი გახარიას მომავალ პარტიასთან თანამშრომლობა.

ის ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის, თუმცა არც დაბრუნებას გამორიცხავს, თუ ზუგდიდელებს ამის საჭიროება ექნებათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. მანამდე ზუგდიდის მერის მოვალეობას მისი მოადგილე კონსტანტინე კაკავა ასრულებს.