დღეიდან ზუგდიდის მერის მოვალეობას კონსტანტინე კაკავა შეასრულებს. ის მერის მეორე მოადგილეა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვიცემერის თანამდებობაც ვაკანტურია, მას მოუწევს მერის მოვალეობების შესრულება.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ გადადგომის გადაწყვეტილება დღეს მიიღო, ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. შენგელია გადადგომის მიზეზად “ქართული ოცნების ” გუნდის შემადგენლობის ცვლილებას ასახელებს.
გიორგი შენგელია ზუგდიდის მერი 2019 წელს, რიგგარეშე არჩევნების შემდეგ გახდა.