გადადგომის გადაწყვეტილება ადამიანური ფაქტორის გამო მივიღე. “ქართული ოცნების” გუნდში მაშინ მოვედი, როცა სხვა შემადგენლობა იყო, მერე ეს გუნდი გაიყო და ახლა მე ვერცერთ მხარეს ვერ დავიჭერ. ამ ეტაპზე, არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ ვუერთდები, ვაპირებ, საქმიანობა კერძო სექტორში გავაგრძელო, თუმცა, თანამშრომლობას არავისთან გამოვრიცხავ. იქ ვიქნები, სადაც ზუგდიდელებს დასჭირდებათ, – განაცხადა ზუგდიდის ყოფილმა მერმა, გიორგი შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შენგელიამ გადადგომის გადაწყვეტილება დღეს მიიღო, ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
გიორგი შენგელია ზუგდიდის მერი 2019 წელს, რიგგარეშე არჩევნების შემდეგ გახდა.