მარნეულის 8 სოფელში გზები მოიხრეშება

504

„სოფლის მხარდაჭეის პროგრამა 2021“-ის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში, ხანჯიგაზლოში, ბეითარაფჩში, ბრდაზორში, ყუდროში, იმირჭალაში, ხუტორ ლეჟბადინში, გაჯისქენდში და ხულდარაში შიდა გზები მოიხრეშება, ხოლო სოფელ ჯანხოში 40 გრძ/მ გზაზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესყიდვისათვის, გამარტივებული წესით, ხელშეკრულება შპს „ჯეო როუდ“-თან გააფორმა. „ჯეო როუდი“ ვალდებულია, რომ მერიას 8 სოფელში შიდა გზების მოხრეშვისა და სოფელ ხანჯიგაზლოში არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 3 820 ლარად მოუმზადოს.

“რადიო მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულების გაფორმებამდე მერიამ ბაზრის კვლევა ჩაატარა. ამასთან, მერიამ მიიღო მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ს ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის მერიას გამარტივებული წესით ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა მიეცა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ს ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება 16 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლამდე გაგრძელდა. 10 დღის განმავლობაში მარნეულის მერიის მიერ დაკომპლექტებულმა სამმა ჯგუფმა სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში გამართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2021 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

გთავაზობთ იმ სოფლების ჩამონათვალს სადაც გზები მოიხრეშება: