ქარსელაძე: ზუგდიდის ბულვარი განახლდება და დადიანების მუზეუმს შეუერთდება

414
დადიანების სასახლე

ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში ზუგდიდის ბულვარი განახლდება და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს შეუერთდება. გარდა ამისა, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

“საინტერესო განხილვა გვქონდა დღეს, ძალიან საინტერესო არეალები და მდებარეობები იქნა წარმოდგენილი. მაგალითად, ზუგდიდის შემთხვევაში ბულვარი განახლდება და მუზეუმი შეუერთდება. ხობის შემთხვევაში ეს არის ახალი პარკი, ფოთის შემთხვევაში ქალაქის ცენტრალური ქუჩა, რომლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. მესტიაში სარეკრეაციო პარკი მოეწყობა, მესტიას არ ჰქონდა ასეთი პარკი”, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.