ზუგდიდში რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება

779

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით,  ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება. ამავე ცნობით, საავტომობილო გზებზე ცალმხრივი მოძრაობა მიმდინარე წლის 12 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

მძღოლები ცალმხრივად შემდეგ ქუჩებზე იმოძრავებენ:

ზვ.გამსახურდიას გამზირის და კედიას ქუჩის კვეთიდან კედიასა და მეუნარგიას ქუჩის კვეთამდე.

ასევე კედიასა და კოსტავას კვეთიდან, კედიას ქუჩის და მარცხენა სანაპიროს ქუჩის კვეთამდე.

ზვ.გამსახურდიას გამზირის და ნარმანიას ქუჩის კვეთიდან ნარმანიას და კოსტავას ქუჩის კვეთამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცალმხრივად.

ასევე ცალმხრივი გადაადგილება იქნება კედიასა და ვახტანგ VI-ის ქუჩის კვეთიდან კედიას და კიტიას ქუჩის კვეთამდე.

სტალინისა და კედიას ქუჩის კვეთიდან სტალინის ქუჩის და თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტომობილები იმოძრავებენ მხოლოდ ცალმხრივად.

მოძრაობა კ. გამსახურდიას ქუჩის და თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან თაბუკაშვილის და აღმაშენებლის ქუჩის კვეთამდე იქნება ცალმხრივი.

მძღოლები ცლმხრივად იმოძრავებენ რუსთაველისა და სანკტ. პეტერბურგის ქუჩის კვეთიდან სანკტ პეტერბურგის ქუჩის და რუსთაველის II შესახვევის კვეთამდე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.