ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში მოსახლეობის სწრაფი ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

449

კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მოსახლეობის სწრაფი ტესტირება და თერმოსკრინინგი გრძელდება.

ამ დროისთვის გამოკვლეულია 600-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 22-ის შემთხვევაში ტესტის პასუხი დადებითია. სოფელში მოქმედებს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ფოთის „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება. რაც შეეხება ვაქცინაციას, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 178 ადამიანი უკვე აიცრა.

პოლიციის 6 საკონტროლო პუნქტია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც მოსახლეობის მასობრივი ტესტირება აქტიურად გრძელდება.

ეპიდვითარების გართულების გამო, ოთხ სოფელში სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი კი ორი კვირით შეწყდა.