დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აგრძელებს. სამტრედიის ქუჩის N2-ში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების აღდგენა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოედნების ყველა დაზიანებული ელემენტი აღდგა. ხელოვნური ბალახის საფარი, ტრიბუნა, კალათბურთის ფარი და ბადეები მთლიანად შეიცვალა.
სამუშაო კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა. აღნიშნული სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 266 ლარი გამოიყო.
დასრულებულ სამუშაოს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ვეკუა გამგებლის მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.