ზუგდიდის მერია: მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

523

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება.

ზუგდიდის მერიის ცნობით, კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, იწყება 16 ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები, რისთვისაც მთლიანობაში გამოყოფილია 4 მილიონი ლარი.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ზუგდიდში ბოლო ორი წლის განმავლობაში 110-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა.