ზუგდიდის “მწვანე ბიუჯეტის” პროგრამების განსახორციელებლად 100 000 ლარი დაიხარჯება

634

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი რეგულაციები განიხილეს.

სხდომაზე საინფორმაციო კამპანიის, განაცხადების მიღებისა და ვერიფიკაციის ვადები განისაზღვრა.

საინფორმაციო კამპანია – 1-31 მაისი;

განაცხადების მიღება – 1-15 ივნისი;

ვერიფიკაცია – 16 ივნისი – 1 ივლისი.

“პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც საკრებულოს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული ინიციატივების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 95 პროცენტით.

ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილია 100 000 (ასი ათასი) ლარი. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

განაცხადის ფორმისა და რეკომენდებული ნარგავების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში საკრებულოს ფაცებოოკ გვერდზე განთავსდება.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591 44 53 27 – სანდრო სორდია – საკრებულოს წევრი,”- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.