ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე მისულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიქცევა ისე, როგორც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან. „ლეგიტიმაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, აქვს ამ არჩევნებს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! - მასობრივი მოსყიდვა, მასობრივი ძალადობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მორჩეს უბანთან ადამიანების ხროვად მისვლა, რომლებიც უბრალოდ ფსიქოლოგიურ, მენტალურ...
საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მიღებული ხმების მიხედვით „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ ლიდერობს. ოპოზიციურმა ძალამ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველთა 44,89%-ის მხარდაჭერა (4668 ხმა ) მიიღო. მმართველ პარტიას კი 29,15% -მა (3031 ხმა) მისცა ხმა. საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლის 7,88%-იანი მხარდაჭერა (819 ხმა) „გირჩმა“ მიიღო. ამომრჩეველთა 3,27%-მა კი მხარი „ევროპულ საქართველოს დაუჭირა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3847 უბანი იყო გახსნილი, აქედან 57 უბანი საზღვარგარეთ მცხოვრები...
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმაა. სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდება, დაიწყებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2020 წლის არჩევნები არ იყო სამართლიანი, ამიტომ ისინი მის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ისინი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს ეჭვქვეშ...
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 1000-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 20 ოპერატორისა და 11 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნები ჩატარდა გლობალური პანდემიის კოვიდ-19 ის...
ზუგდიდში #27 სამაჟორიტარო ოლქში სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემით 50 + 1 % ბარიერი ვერცერთმა პარტიამ ვერ გადალახა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საბოლოო შედეგი არ არის. „ეს მონაცემები გასაკონტროლებელია, ყველა ოქმი არის ისევ თავიდან გასავლელი. ეს არის წუხელ მექანიკურად შეყრილი მონაცემები. ეს ციფრები გასავლელია თავიდან", - აცხადებს მირანდა...
არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 96.1%-ისგან. წარმოგიდგენთ პარტიებს/ბლოკებს, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია  თითოეული სუბიექტის მაქსიმალური და მინიმალური შედეგი  (95%-იანი სანდოობის ინტერვალით). კანდიდატი გამოთვლილი პროცენტი ცდომილების ხარისხი მინიმალური შედეგი მაქსიმალური შედეგი #41 ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო 45.8% 0.7% 45.1% 46.5% #5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 26.4% 0.6% 25.8% 27.0% #2 ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველო 3.7% 0.2% 3.5% 3.9% #8 დავით თარხან-მოურავი,...
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატების პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება" ზაურ დარგალი - 50.13% (22 431 ხმა) , „ნაციონალური მოძრაობა" აზერ სულეიმანოვი - 38.85% (17 382 ხმა) ; "ევროპული საქართველო" აჰმედ იმამკულიევი - 4.45% ( 1 993 ხმა) ; "პატრიოტთა ალიანსი" მახირ იუსუბოვი - 1.16% (521ხმა). რაც შეეხება პროპორციულ პროცენტულ მაჩვენებელს : "ქართული ოცნება" - 50.12% (18 251 ხმა) ; "ნაციონალური...
მარნეულის მე-18 საარჩევნო უბნიდან დაკარგული შემაჯამებელი ოქმი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ანა ილურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის განმარტავს, ოქმი მას შემდეგ იპოვეს, რაც საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ. თუმცა, თუ სად იპოვეს ოქმი, ეს ილურიძისთვის უცნობია. „პოლიციამ აწარმოა მოკვლევა, დამიკავშირდნენ, ეს ოქმი იპოვეს, შესაბამის დოკუმენტაციას გავაფორმებთ, მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს. თუ სად იყო ოქმი, ეს ჩემთვის არ არის...
ფულის დარიგების არც ერთი ფაქტი არ არსებობს ბუნებაში ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხირდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, უსაფუძვლოა ასევე ბრალდებები ბიულეტენებთან და ოქმებთან დაკავშირებითაც. „არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ასეთი მტკიცებულებები შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მოიტანოს, მე და თქვენ შეგვიძლია ეგეთი მტკიცებულებები გავაკეთოთ ძალიან მარტივად. რაც შეეხება ბიულეტენებს, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი...
მოდით დღეს პარლამენტთან 16:00 საათზე, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მიერ სრულად გაყალბებული შედეგების გაფორმების მცდელობა და ამ მიზნით კომისიის წევრებს, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან სთხოვენ, რომ ხელი მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს. “ყველა ჩვენი კომისიის წევრს მივეცით ინსტრუქცია, რომ არცერთ მსგავს ოქმს ხელი არ...
წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უკვე ხმების ,91,81პროცენტი. ამ ეტაპისთვის ხმების 48,13%-ით "ქართული ოცნება" ლიდერობს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 26,86% აიღო. მონაცემების მიხედვით:  "ქართულმა ოცნება" - 48,13%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 26,86%; ევროპული საქართველო - 3,79%; პატრიოტთა ალიანსი - 3,19% ლელო - 3,22% სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15% გირჩი - 2,99% ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,36% ლეიბორისტული პარტია - 1%
საიას შეფასებით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე. დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით. კენჭისყრის დღეს...
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა თავდაპირველად მშვიდ და სამართლიან პირობებში დაიწყო. დილიდანვე შესამჩნევი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა და რიგები საარჩევნო უბნებთან. დღის მეორე ნახევარში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების...
არჩევნებზე ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ყველა პარტიის პასუხისმგებლობაა, რამდენადაც ოქმს ყველა მათგანი აწერს ხელს. "ოქმებთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, მაგალითად, აქტივობა არასწორად დაფიქსირდა, შესაბამისად, ხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად ცდებოდა აქტივობის მაჩვენებელს. ეს არის მარტივი ხარვეზი, რაც ყველა არჩევნებზე ზოგიერთ უბანს ეპარება, ხოლმე. ყურადღება მიაქციეთ, რომ როცა ეს ოქმი დგება, ხელს აწერს ყველა პარტიის წარმომადგენელი,...
წყალტუბოში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ "გადმოგდებულ" მანდატებზე უარი უნდა თქვას. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნები გაყალბებული, ოქმების შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა და ციფრები ჩასწორებულია. "მართლა წარმოუდგენელია იმედი მაქვს, ოპოზიცია უარს იტყვის ამ მანდატებზე, რომელიც მიიღეს, რომელიც ასე, რაღაცნაირად გადმოუგდეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად სხვა გზით წავალ", — თქვა ჟორჟოლიანმა.
არჩევნების დღის წინასწარი შეფასება 1 ნოემბერი, 2020 წ. საარჩევნო ოლქებში, სადაც მრავალეროვანი საქართველო დაკვირვებას ახორციელებდა, საპარლამენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. მიუხედავად აღნიშნულისა, რიგ საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოავლინეს გარკვეული ხასიათის საარჩევნო ხარვეზები. მიგვაჩნია, რომ გამოვლენილი საარჩევნო ხარვეზები ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე. არჩევნების დღეს მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლებმა სულ 18 საჩივარი წარადგინეს  საარჩევნო კომისიებში, ასევე 25 შენიშვნა დააფიქსირეს საარჩევნო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ