წყალტუბოში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ “გადმოგდებულ” მანდატებზე უარი უნდა თქვას. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა.
მისი თქმით, არჩევნები გაყალბებული, ოქმების შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა და ციფრები ჩასწორებულია.
“მართლა წარმოუდგენელია იმედი მაქვს, ოპოზიცია უარს იტყვის ამ მანდატებზე, რომელიც მიიღეს, რომელიც ასე, რაღაცნაირად გადმოუგდეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად სხვა გზით წავალ”, — თქვა ჟორჟოლიანმა.