საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მიხედვით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს

329

საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მიღებული ხმების მიხედვით „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ ლიდერობს.

ოპოზიციურმა ძალამ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველთა 44,89%-ის მხარდაჭერა (4668 ხმა ) მიიღო. მმართველ პარტიას კი 29,15% -მა (3031 ხმა) მისცა ხმა.

საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლის 7,88%-იანი მხარდაჭერა (819 ხმა) „გირჩმა“ მიიღო. ამომრჩეველთა 3,27%-მა კი მხარი „ევროპულ საქართველოს დაუჭირა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3847 უბანი იყო გახსნილი, აქედან 57 უბანი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.