არჩევნებზე ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ყველა პარტიის პასუხისმგებლობაა, რამდენადაც ოქმს ყველა მათგანი აწერს ხელს.
“ოქმებთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, მაგალითად, აქტივობა არასწორად დაფიქსირდა, შესაბამისად, ხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად ცდებოდა აქტივობის მაჩვენებელს. ეს არის მარტივი ხარვეზი, რაც ყველა არჩევნებზე ზოგიერთ უბანს ეპარება, ხოლმე. ყურადღება მიაქციეთ, რომ როცა ეს ოქმი დგება, ხელს აწერს ყველა პარტიის წარმომადგენელი, ანუ ასეთი ხარვეზები ეპარება ყველა პარტიას ერთდროულად”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს არის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოლქისა და ცესკოს დონეზე სწორდება.