კალაძე: დააკვირდით ოქმებს, რომელზეც არის საუბარი, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის ხელმოწერა აქვს, შესაბამისად, კითხვის ნიშნები არ არსებობს

292

ფულის დარიგების არც ერთი ფაქტი არ არსებობს ბუნებაში ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხირდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უსაფუძვლოა ასევე ბრალდებები ბიულეტენებთან და ოქმებთან დაკავშირებითაც.

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ასეთი მტკიცებულებები შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მოიტანოს, მე და თქვენ შეგვიძლია ეგეთი მტკიცებულებები გავაკეთოთ ძალიან მარტივად. რაც შეეხება ბიულეტენებს, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განმარტებები, რომ ეს იყო ხარვეზები ამომრჩევლის რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს ხარვეზები ოლქებში ან ცესკო- ში სწორდება, ეს ყველა არჩევნებზე ასეა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი – დააკვირდით ოქმებს, რომელზეც საუბარია, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის ხელმოწერა აქვს, შესაბამისად, კითხვის ნიშნები არ არსებობს,”- განაცხადა კალაძემ.