არავის ციხეში ჩასმა და პასუხისმგებლობაში მიცემა არ მიხარია, მაგრამ ცესკომ, მისმა წევრებმა უნდა გაიგონ, რომ გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და მსგავსი რამ ციხით მთავრდება, - ამის თაობაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა. ჩუგოშვილის თქმით, ჩანს ისეთი დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხელმოწერების გაყალბება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. „თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც კანონში წერია, ამ წრიდან ვერ გამოვალთ. ცესკოს სრულიად დაკარგული...
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამჭვირვალედ და სამართლიანად გამოიძიოს ყველა საარჩევნო ინციდენტი. იგი, ასევე მოუწოდებს ყველა მთავრობასა და ყველა პოლიტიკურ პარტიას, ამომრჩეველთა დაშინება და სხვა ნეგატიური პრაქტიკა აღარ განმეორდეს მეორე ტურში. "საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა, როგორც კონკურენტული. მათ, ასევე აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები კამპანიის დროსა...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება, გზები რეაბილიტირდება როგორც ქალაქის, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა. „ზუგდიდში ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ამჯერად რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში გავეცანით. ეს გზა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო....
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედნის“ მეტროსადგურებზე, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო. თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს, დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს. „თბილისის რამდენიმე მეტროსადგურში პიკის საათებში მგზავრთა ნაკადების მართვა სპეციალური გამყოფი ბარიერებისა და ზიგზაგების საშუალებით მოხდება. პირველ ეტაპზე, ოთხი მეტროსადგური შეირჩა, სადაც უფრო მეტია მგზავრთა ნაკადი. ეს...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, 9 სხვადასხვა ლოკაციაზე მინი-სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. "ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა. იმისათვის, რომ ბავშვები, ახალგაზრდები უფრო მეტად დაიტვირთონ სპორტული აქტივობებით, საჭიროა მეტი კომფორტული და მოწესრიგებული მოედანი. მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაციას ჩავუტარებთ 13 მინისტადიონს, რაც ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ მოედნებზე გამართონ შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მუნიციპალიტეტი მომავალ წელსაც აქტიურად განაგრძობს მსგავსი...
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბნისთვის ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდება და ტყის მართვის გეგმა მომზადდება. აგრეთვე შემუშავდება ტყეების მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, სლოვენიელი ექსპერტები ჩაერთვებიან. „ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექპერტებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის სლოვენიურ გამოცდილებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან იმსჯელეს. პროექტი...
წყალმომარაგების კომპანიამ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის - საბათლოს, ფიროსმანის, ჭოეთის, თავწყაროს, სამთაწყაროს და არბოშიკის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილოების მსურველებს წინადადებების წარდგენა 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. როგორც ისინი განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, შესაბამისად არსებული წყლის დებიტი მოსახლოების მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს. „პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება სოფლებში არსებული რეზერვუარები და ჭაბურღილები. გარდა ამისა მოეწყობა...
სახალხო დამცველი შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. ომბუდსმენის ცნობით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს COVID-ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. ომბუდსმენი მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციებს საარჩევნო ადმინისტრაციებს, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადაო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და...
"ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა სათანადოდ განიხილონ საჩივრები და საჭიროების შემთხვევაში დანიშნონ განმეორებითი არჩევნები -  ამის შესახებ მან  "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. "ამ ეტაპზე იმას ვიტყოდით, რომ მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა; და გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების ცნობები...
თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო ოლქებთან მიმდინარე აქციები  რევოლუციური გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა. "უნდა აღინიშნოს ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ ნაციონალური შტაბის მხრიდან, - ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ არჩევნების წინ, - რომ იყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა დაძაბულიყო სიტუაცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს. მითითებული იყო...
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხმების ხელახალი გადათვლა ოპოზიციას არ აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნები გაყალბებულია, რადგან უბნების ხელახალმა გადათვლამ იგივე შედეგი აჩვენა. "ეს არის ცარიელი სიტყვები, იმიტომ რომ, 11 და მეტი, უპრეცედენტო რაოდენობის უბნები გადაითვალა, რაც არის ძალიან კომპლექსური პროცესი და ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი ერთზე დაჯდა ის, რაც იყო თავიდან ნაანგარიშევი. შესაბამისად, ისინი არგუმენტების და...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2013-2020 წლებში გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობამ ჯამურად 21402 შეადგინა. მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები 6 სოფლის (შამადელა, ოდიში/საჭურღულიოს უბანი, ჯიხაშკარი, ყულიშკარი, ალერტკარში, ჭკადუაში) ტერიტორიაზე, ხოლო აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 2361-ს შეადგენს. „2022-2024 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაემატება 4 დასახლებული პუნქტი, 1277 აბონენტი, ღირებულება 4,134 მილიონი ლარი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ. მათი ერთი ნაწილი სააკაძის მოედნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართულებით მიემართება, მეორე ნაწილი კი ავლაბრის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ. ამის შემდეგ, ისინი პირველ საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას. მსვლელობის მონაწილეები, არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. “ჩვენი აქცია დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რასაც ხედავთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო კომისიებში ხდება გაყალბებული ოქმებისა და არარეალური მონაცემების გადატანა. გვინდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო...
მთაწმინდის საოლქო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლებს კომისიებში, სხდომაზე ისევ არ უშვებენ - ადგილზე დაპირისპირებაა. საოლქო კომისიასთან ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებიან. იგივე ვითარებაა დედაქალაქის სხვა საოლქო კომისიებთანაც, სადაც პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციაა, ოპოზიციის წევრებსა და მოქალაქეებს კი ადმინისტრაციულ შენობებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ტერიტორიიდან ზვიად კუპრავა გაიყვანა - ის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. რევოლუციური სცენარის შესახებ გამოკითხვისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია მიაწოდა. სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიებას დაუსახელა ინფორმაციის წყარო და მიხეილ სააკაშვილის ე.წ. "რევოლუციური სცენარის" შინაარსი. კობახიძე ამბობს, რომ ლიდერების გვარებიც დაასახელა. "რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური...
საოლქო კომისიებთან დაკავებული 7 პირი საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გამოუშვეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოპოზიციური პარტიების აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროცესი ხვალ 13:00 საათზე განახლდება. შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ სხდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ კომისიამ ოპოზიციის არც ერთი საჩივარი განიხილა. ცნობისთვის, საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ