NDI: ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა განიხილოს საჩივრები, ხელახლა დაითვალოს ხმები და განმეორებით დანიშნოს არჩევნები, სადაც საჭიროა

369

“ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა სათანადოდ განიხილონ საჩივრები და საჭიროების შემთხვევაში დანიშნონ განმეორებითი არჩევნები –  ამის შესახებ მან  “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“ამ ეტაპზე იმას ვიტყოდით, რომ მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა; და გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების ცნობები და კანონის სრული ძალით გაასამართლოს დამრღვევები და მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად,” – ამბობს ალან გილამი.

მისი თქმით, “მეორე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ არჩევნების მიმართ, საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს”.