დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა

361

წყალმომარაგების კომპანიამ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის – საბათლოს, ფიროსმანის, ჭოეთის, თავწყაროს, სამთაწყაროს და არბოშიკის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილოების მსურველებს წინადადებების წარდგენა 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. როგორც ისინი განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, შესაბამისად არსებული წყლის დებიტი მოსახლოების მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს.

„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება სოფლებში არსებული რეზერვუარები და ჭაბურღილები. გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს. შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლოებას, ჯამში 2000 -ზე მეტ ადამიანს, სტაბილური და ხარისხნიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტს 13 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.