ოპოზიციის მხარდამჭერები ცესკოსა და შსს-ს მიმართულებით ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ

415

ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ. მათი ერთი ნაწილი სააკაძის მოედნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართულებით მიემართება, მეორე ნაწილი კი ავლაბრის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ.

ამის შემდეგ, ისინი პირველ საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას.

მსვლელობის მონაწილეები, არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

“ჩვენი აქცია დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რასაც ხედავთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო კომისიებში ხდება გაყალბებული ოქმებისა და არარეალური მონაცემების გადატანა. გვინდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ეს პროცესები. არც ცესკო, არც საოლქო კომისიები და არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი რეალურად არ ფუნქციონირებს და ეს ყველაფერი იმართება შუშის სასახლიდან”,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლმა მიხეილ კაკაურიძემ.

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და ცესკოსგან ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ.