არავის ციხეში ჩასმა და პასუხისმგებლობაში მიცემა არ მიხარია, მაგრამ ცესკომ, მისმა წევრებმა უნდა გაიგონ, რომ გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და მსგავსი რამ ციხით მთავრდება, – ამის თაობაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, ჩანს ისეთი დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხელმოწერების გაყალბება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
„თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც კანონში წერია, ამ წრიდან ვერ გამოვალთ. ცესკოს სრულიად დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა. ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან ცესკოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ორგანოა, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომლის სწორი ფუნციონირება ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. სამწუხაროდ, მოიქცნენ ისე, რომ მათ მიმართ ნდობა ჩამოიშალა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.